კინო ხალხს თავდაპირველად ტექნიკურ საოცრებად მოევლინა. ფოტოსურათი, რომელიც მანამდე კედელზე უძრავად ეკიდა ამოძრავდა. გაცოცხლებული ფოტოგრაფია მაყურებელს პირველად წარუდგინეს ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა.
პირველი კინოჩვენება ძმებმა ლუმიერებმა 1895 წლის 28 დეკემბერს, პარიზში, კაპუცინების ბულვარზე მდებარე "გრან კაფეს" ფეშენებელურ საბილიარდოში წამოადგინეს, რომელსაც "ინდური სალონი" ეწოდებოდა. პირველი სეანსი სულ 20 წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჟეტისგან შედგებოდა. მაყურებელმა იხილა დღეისთვის სახელგანთქმული ფილმები: "კედელი", "მატარებლის შემოსვლა", "მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან", "ბავშვის საუზმე", "გაწუწული მებაღე".
მაყურებლის წინაშე წარდგენამდე კინოს თავისი პრე-ისტორია ჰქონდა. მას საფუძველი ჩაუყარა ბელგიელმა მეცნიერმა ჟოზეფ პლატომ 1832 წელს. იგი მექანიკურ აპარატში ე.წ. ტაუმატროპში სხეულის მოძრაობას აკვირდებოდა და მათ ბუნებას იკვლევდა. 1852 წელს პლატომ ტექნიკურად გაუმჯობესებულ ხელსაწყოში ფენატისკოპში ნახატები გაუშვა. ამავე წელს ნახატები მოძრავი ფოტოგრაფიებით შეცვალეს. 1870 წელს ჟიულ მარემ, პარიზის ჰოსპიტალის ექიმმა და ფიზიოლოგმა ფოტოგრაფიული თოფი გამოიგონა, რომელიც წამში ათ ფოტოს იღებდა. 1885 წელს მარემ პირველად ჩაატარა კინოგადაღება კოჭზე დახვეული ქაღალდის გრძელი ფირით და თავისი გამოგონება საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა. ცოტა ხანში ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ედისონმა ქაღალდი ცელუოლითის ფირით შეცვალა, რაც დღევანდელი კინოფირისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა. XIX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში ერთდროულად მუშაობდნენ გამომგონებლები:
გერმანიაში - მ. სკალდანოვსკი.
ინგლისში - ვ. პოლა და ვ. ფრიზგრინი.
რუსეთში -აკიმოვი და ტიჩენკო.
იმ დროინდელი აპარატებიდან ისმოდა ადამიანის ხმა, მუსიკა, სიმღერა, ზოგიერთი ფირი ხელაც კი იყო გაფერადებული, მაგრამ როცა ეკრანზე რამდნეიმე ფიგურა ერთად მოიყრიდა თავს ძნელი ხდებოდა მათი ერთმანეთისგან გარჩევა. ლუმიერების აპარატი კი კედელზე გაკრულ თეთრ ტილოზე ნატურალური სიმაღლის გამოსახულებებს აჩვენებდა. მათ მიერ გამოგონებულ ხელსაწყოს კინემატოგრაფი უწოდეს, ბერძნული სიტყვისგან "კინემა"- მოძრაობა, "გრაფოს" - წერა. 1895 წლამდე ლუმიერებს არავინ იცნობდა, თუმცა მათ გამოჩენისთანავე აჯობეს ტექნიკურ მიღწევათა ავტორს თომას ედისონს. ამიტომ კინოს ისტორია იწყება 1895 წლის 28 დეკემბერს და ლუმიერების სახელთანაა დაკავშირებული. იმ დროისთვის ძალიან პოპულარული იყო ლუმიერების საოჯახო ქრონიკები, განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა ფილმს "ბავშვის საუზმე". ლუმიერების ყველა ფილმი ქრონიკულ რეპორტაჟად არის აღიარებული გამონაკლისია მხოლოდ "გაწუწული მებაღე". გარდა კომიკური ეფექტისა ამ სურათში სადადგმო და სახიობითი კინოს პირობოთობაა წარმოჩენილი და ამდენად, იგი მხატვრული ფილმის ჩანასახად შეიძლება მივიჩნიოთ. ლუმიერები სრულიად არ ფიქრობდნენ კინოს სპეციფიკის შექმანზე, სწორედ ამიტომ იყო, რომ კინემატოგრაფის წარმატებამ წელიწადნახევარი გასტანა. მაყურებლისთვის აღარ იყო სასწაული მოძრავი კადრები. ლუმიერების კინემატოგრაფისადმი ინტერესის გაქრობამ ცხადყო, რომ კინოს არამხოლოდ ტექნიკოსი არამედ ხელოვანი სჭირდებოდა. სწორედ ასეთი ხელოვანი იყო ფოკუსების თეატრის მეპატრონე ჟორჟ მელიასი.
ჟორჟ მელიასმა აქტიურად გამოიყენა თავის კინოსურათებში თეატრის სპეციფიკა. თუმცა მას ზომიერების გრძნობამ უღალატა, ზედმეტად გაერთო კინოს თეატრალიზებით და უკვე XX საუკუნის დასაწყისში მის ფილმებს მაყურებელი აღარ ჰყავდა. მიუედავად ნაკლოვანებებისა, კინოხელოვნების განვითარებაში ჟორჟ მელიასმა მაინც მეტად დიდი როლი ითამაშა. მან ლუმიერების არასრულფასოვნება შეავსო.
"ყოველთვის, როცა უყურებ დღევანდელ ფილმებს, იქ აუცილებლად არის რაღაც, რაც გრიფითთან დაიწყო",- აცხადებდა ალფრედ ჰიოჩკოკი. გრიფითს სამართლიანად უწოდებენ კინოს მართლწერის შემქმნელს. რადგან კინო მუნჯური იყო მიმიკას და სახეს დიდი ყურადღება ექცეოდა. გრიფითმა პირველმა გამოიყენა სახის ახლო კადრი და თქვა, რომ "სახე ადამიანის სულის გამომხატველია". იგი მთლიანი ხედის გადაღებას ამჯობინებდა სახე და გმირის განცდები გადაეღო. გრიფითის გადაწყვეტილებით ფილმების გადაღება ლოს-ანჟელესის სამხრეთ შემოგარენში დაიწყეს, სადაც ხელსაყრელი ჰავა და მზიანი დღეები იყო. გრიფითის მიერ ამორჩეული ადგილი შემდგომში ჰოლუვუდად იქცა.
1916 წელს ნაჩვენები იყო გრიფითის ფილმი "შეუწყნარებლობა", რომლის სახვითი მხარეც შედევრად აღიარეს. ფილმი ოთხი კინომოთხრობისგან შედგებოდა. ყოველი ამბავი ნაწყვეტებად იყო გადმოცემული. "შეუწყნარებლობა" გრიფითის გენიალურ გამოგონებათა შემაჯამებელი ფილმია. ამ ფილმით იწყება კინოხელოვნება არამარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი კინემატოგრაფიული სამყაროსთვის. დევიდ უორკ გრიფითმა შექმნა კინოხელოვნების სინტაქსი, გამოსახულების მონტაჟი და მრავალი მხატვრული ხერხი, რომელთა საშუალებით კინო მეათე მუზად და ხელოვნების მეშვიდე დარგად იქცა.

No comments:
Post a Comment